კრიშტიანუ რონალდუ, ფერნანდუ მეირა
Aa
Aa

„კრიშტიანუ არ გაახსენდათ“ - მეირამ გულშემატკივარი გააკვირვა

ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი და პორტუგალიის ნაკრებიც ოქროს მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს. თუმცა, გარკვეული შეფასებები უკვე კეთდება. წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ფერნანდუ მეირა, რომელმაც გულშემატკივარს თავი ეროვნული გუნდის გარდა, „შტუტგარტში“ წარმატებული ასპარეზობით გააცნო, ერთ-ერთ საფეხბურთო გადაცემაში სტუმრობისას, მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე პორტუგალიის ნაკრების რიგებში საუკეთესო მოთამაშეებზე ისაუბრა და კრიშტიანუ რონალდუ არ გახსენებია.

რა თქვა მეირამ

შეიძლება ბევრს ეწყინოს და ბევრს ეგონოს კიდეც, რომ რონალდუს დავასახელებ, მაგრამ რობერტო მარტინესის ფორმაციის გუნდში გამორჩეულები სულ სხვა ფეხბურთელები არიან.

უპირველეს ყოვლისა გამოვარჩევდი მეკარე დიეგუ კოშტას - მან სლოვენიელებთან მატჩში ჯერ დამატებითი დროის ბოლოს გადაგვარჩინა, როდესაც პეპეს დაშვებული შეცდომა გამოასწორა, ხოლო შემდეგ 11-მეტრიანების სერიაში რამხელა გმირობაც ჩაიდინა, ამაზე ზედმეტს აღარ ვისაუბრებ.

მის გარდა ასევე გამოვარჩევდი ვიტინიას, რომელსაც „პარი სენ-ჟერმენში“ არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდა და ველოდი მისგან, რომ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იქნებოდა. ასევე ძალიან კარგად თამაშობს ნუნუ მენდეში, დანარჩენებზე კი მოგვიანებით ვისაუბრებ.

ფერნანდო მეირას ანგარიშზე პორტუგალიის ნაკრების რიგებში 2000-2008 წლებში გამართულ 54 შეხვედრაში 2 გოლია. საკლუბო კარიერის მანძილზე კი პორტუგალიელმა ცენტრალურმა მცველმა „შტუტგარტთან“ ერთად გერმანიის ბუნდესლიგა, „გალათასარაიში“ თურქეთის სუპერ თასი, „ზენიტის“ რიგებში კი რუსეთის პრემიერ ლიგა, თასი და სუპერ თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კრიშტიანუ, პეპე და საფრანგეთი | ევროს მე-16 დღის გამორჩეული ფაქტები
კრიშტიანუ, პეპე და საფრანგეთი | ევროს მე-16 დღის გამორჩეული ფაქტები