ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„გაგთიშავ სადაც გინდა, როცა გინდა“ | თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება სოც ქსელში

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ილია თოფურიასა და BMF-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელს, მაქს ჰოლოუეის შორის სიტყვების ომი გრძელდება. „დალოცვილი“ „ელ მატადორის“ ინტერვიუს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თოფურია რაღაცებს იგონებს, რის შემდეგაც ილიამ მას X-ის საკუთარ გვერდზე უპასუხა.

„თარიღი აირჩიე, აირჩიე გზა, რომლითაც გინდა, რომ დაგამარცხო და ყველაფერი აქ დაწერე. მზად ვარ, გაგთიშო სადაც გინდა და როცა გინდა! დენა უაითს დაურეკე“.

ილიას პოსტი ჰოლოუეის უპასუხოდ არ დაუტოვებია და განაცხადა: „ძმაო, UFC-ს ველაპარაკები. შეამოწმე, რასაც ამბობ, რადგან სფერო უკვე ახსენე. მალე გნახავ“.

ცნობისთვის, ილიას თქმით, UFC-სგან სატელეფონო ზარი მიიღო და განუცხადეს, რომ ჰოლოუეის ოჯახური პრობლემები ჰქონდა, წონის კლება უჭირდა და მსუბუქ წონით დივიზიონში უნდოდა ჩხუბი. სწორედ ესაა მიზეზები, რომელთა გამოც მათი ბრძოლა ჯერჯერობით არ ჩანიშნულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკებების ახალი რაუნდი კვარას კონტრაქტზე | ჯუღელი იტალიაში ჩავიდა
მოლაპარაკებების ახალი რაუნდი კვარას კონტრაქტზე | ჯუღელი იტალიაში ჩავიდა