ტონი კროოსი, იენს ლემანი
Aa
Aa

„ჩვენ მას არ ვეთანხმებით“ - კროოსი ლემანის სიტყვებზე

ესპანელებთან მერვედფინალური შეხვედრის წინ, წარსულში ცნობილმა გერმანელმა მეკარემ, იენს ლემანმა წყვილის უდავო ფავორიტად გერმანიის ნაკრები დაასახელა და იქვე დაურთო, რომ „ფურია როხა“ მათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, რადგან დაბალი და გამოუცდელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. ლემანის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება წინასამატჩო პრეს კონფერენციაზე ტონი კროოსს მოუწია და აშკარად ეტყობოდა, რომ თანამემამულის საქციელით აღფრთოვანებული არ იყო.

რა თქვა კროოსმა

ის ამ წუთებში ჩვენ, გერმანიის ნაკრებს არ წარმოგვადგენს და სიმართლე გითხრათ იენსი არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ მისი მოსაზრება ყოველთვის სხვებისგან განსხვავებული იყოს.

ესპანეთის ნაკრებმა არაერთ მატჩში დაადასტურა, რომ მათ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ. როდრის, მორატას, ნაჩოსა და კარვახალის ხსენებაც საკმარისია საიმისოდ, რომ ლემანის სიტყვები უაზრობად ჩავთვალოთ.

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსმა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და კონტინენტის პირველობის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ეს მისთვის ბოლო ტურნირია, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ნაკრების ყოველი მომდევნო შეხვედრა თეორიულად შესაძლოა მის კარიერაში უკანასკნელი იყოს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლემანი: “ესპანელები დაბლები და გამოუცდელები არიან“
ლემანი: “ესპანელები დაბლები და გამოუცდელები არიან“