ანდრეი არშავინი
Aa
Aa

„რის ხარჯზე გავიდნენ მერვედფინალში?“ | რას ამბობს არშავინი საქართველოს ნაკრებზე

„არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეი არშავინმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე ისაუბრა. არშავინმა დაასახელა მიზეზები, რომელთა წყალობითაც, „ჯვაროსნებმა“ ჯგუფური ეტაპი დაძლიეს და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდნენ.

„რის ხარჯზე შეძლო საქართველომ ევრო 2024-ზე თავის გამოჩენა? ოთხი ფეხბურთელის ხარჯზე: მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა, მიქაუტაძე და ქოჩორაშვილი. ამას ემატება ვილი სანიოლის დისციპლინა, რომელმაც ქართველებს დაცვაში თამაში აიძულა, როცა ჩვენ გვეგონა, რომ მათ მხოლოდ შეტევა იცოდნენ. სწორედ ამ ფაქტორების გამო მოუგეს პორტუგალიას, რამაც მათი ჯგუფიდან გასვლა განაპირობა “.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა და 4 ქულით, პლეიოფში გავედით.

მერვედფინალში ესპანეთთან დავმარცხდით, თუმცა, უცხოურ პრესაში „ჯვაროსნების“ საქებარი სტატიები აქტიურად იწერება. ბოლო, ვინც ვილი სანიოლის გუნდზე დაწერა, The Guardian-ი გახლდათ და ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს ნათელი მომავალი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უკვე რაღაცებს იგონებს“ | ჰოლოუეიმ თოფურიას უპასუხა
„უკვე რაღაცებს იგონებს“ | ჰოლოუეიმ თოფურიას უპასუხა