ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„უკვე რაღაცებს იგონებს“ | ჰოლოუეიმ თოფურიას უპასუხა

UFC-ის BMF-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიას უპასუხა. Marca-სთვის მიცემულ ინტერვიუში, „ელ მატადორმა“ განაცხადა, ჰოლოუეისთან ჩხუბისთვის მზადაა, მაგრამ UFC-ი მაქსისგან პრობლემებს წააწყდა, რის გამოც, ბრძოლის ჩანიშვნა ვერ მოხერხდა.

„დალოცვილი“ თოფურიას სიტყვებს X-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. ჰოლოუეიმ ნიკ იანგის ცნობილი მიმი გამოიყენა და განაცხადა: „ამ ეტაპზე, ეს ბიჭი უკვე რაღაცებს იგონებს. მე მზად ვარ“.

ცნობისთვის, ილიას თქმით, UFC-სგან სატელეფონო ზარი მიიღო და განუცხადეს, რომ ჰოლოუეის ოჯახური პრობლემები ჰქონდა, წონის კლება უჭირდა და მსუბუქ წონით დივიზიონში უნდოდა ჩხუბი. სწორედ ესაა მიზეზები, რომელთა გამოც მათი ბრძოლა ჯერჯერობით არ ჩანიშნულა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეიმ ბოლოს სწორედ მსუბუქ წონით დივიზიონში იჩხუბა და BMF-ის ქამრისთვის ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა. „დალოცვილმა“ ფენომენალური გამოსვლა აჩვენა და გეიჯი, ეპიკურ ბრძოლაში, ნოკაუტით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტამბედუს დუბლი - სუპერთასზე ბათუმის დინამო მესამე ადგილზე გავიდა
ტამბედუს დუბლი - სუპერთასზე ბათუმის დინამო მესამე ადგილზე გავიდა