თბილისის დინამო, სტივ კინი, ნიკოლა ნინკოვიჩი, ელიტონ ჟუნიორი, ნიკა ცეცხლაძე
Aa
Aa

სტივ კინის პირველი ტიტული - ტორპედო სუპერ თასის გამარჯვებულია

საქართველოს სუპერ თასის ფინალში ქართული დერბი გაიმართა, ქუთაისის „ტორპედომ’’ თბილისის „დინამოს’’ 2:1 მოუგო და სუპერ თასი მესამედ მოიპოვა.

მატჩის მესამე წუთზე 26 წლის ბრაზილიელმა შემტევმა ელიტონ ჟუნიორმა ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში ნიკოლა ნინკოვიჩმა თავური დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა.

მატჩის მიწურულს 18 წლის ნიკა ცეცხლაძემ ეფექტური დარტყმით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში თბილისის „დინამო'' აქტიურად უტევდა, ერთ მომენტში მანჯგალაძემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, თუმცა საბოლოოდ სტივ კინის გუნდმა თამაში მოიგო და ტიტული მოიპოვა.

სუპერ თასის მე-3 ადგილისთვის მატჩში ბათუმის „დინამომ'' „იბერიას'' 3:2 მოუგო.

საქართველოს სუპერ თასი უკვე მეორე წელია ახალი ფორმატით ტარდება. გასულ სეზონში ფინალში თბილისის „დინამომ'' პენალტების სერიაში ბათუმის „დინამოს'' აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები