ილია თოფურია
Aa
Aa

“კონორი? ის უკვე ძალიან დასუსტებულია“ - თოფურიას ვრცელი ინტერვიუ MARCA-სთან

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება ილია თოფურიას მიმართ ინტერესი. ქართველი მებრძოლი UFC-ის ელოდება, რათა მას ახალი ბრძოლა დაუნიშნონ, რომელშიც ის ტიტულს დაიცავს.

ამის პარალელურად, დღეს მისი ფილმის „თოფურია მატადორის“ დახურული ჩვენება და პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც კინო-თეატრებში 19 სექტემბრიდან გავა. ჩვენების დასრულების შემდეგ, ილია MARCA-ს ესაუბრა.

ჟურნალისტი: დღეს ახალ ამპლუაში გნახეთ და თქვენი ფილმი წარადგინეთ..

ილია: „გულშემატკივრები ჩემი ცხოვრების ბევრ ასპექტში მიცნობენ. ისინი მიცნობენ, როგორც მატადორს, როგორც მამას, როგორც შვილს და როგორც ძმას.. ამ ფილმმა შესანიშნავი შესაძლებლობა მომცა, რომ ადამიანებმა სულ სხვა კუთხით გამიცნონ. ეს ფილმი ფილტრების გარეშეა. ცოტას მანერვიულებს, მაგრამ იმედი მაქვს ხალხს მოეწონება და მათ უფრო მეტ მოტივაციას და შთაგონებას მისცემს.“

ჟურნალისტი: როდის გვეცოდინება ახალი ბრძოლის თარიღი?

ილია: „არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად მზად ვარ. ჩემთვის სულ ერთია.. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი.. მნიშვნელობა არ აქვს. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრება მარადიული ბანაკია. ერთადერთი, რასაც ვითხოვ UFC-მ წონის დასაკლებად დრო უნდა მომცეს. სხვა მხრივ მე ყოველთვის მზად ვარ.“

ჟურნალისტი: ამერიკაში ამბობენ, რომ შენ ბრძოლაზე უარს ამბობ..

ილია: „ვიმეორებ, მზად ვარ!! ეს მაქს ჰოლოვეია, რომელიც გაუგებრობას ქმნის. მზად ვარ!! როცა უნდათ დამირეკონ..“

ჟურნალისტი: ახლა, როცა მოქმედი ჩემპიონი ხარ. თქვენი აზრით, როგორ უყურებს ამ ყველაფერს UFC?

ილია: „ეს კითხვა ჩემი თავისთვის არასდროს დამისვამს, რადგან ამაზე არასდროს მიფიქრია. არ ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ მიყურებენ სხვები. უბრალოდ ვცდილობ, მაქსიმალურად განვავითარო ჩემი თავი.“

ჟურნალისტი: ზეწოლა ვარჯიშზე..

ილია: „ვარჯიშზე დატვირთვა თითოეულ ასპექტში განსხვავებულია. ახლა საკმაოდ მძიმე ვარჯიშებს ვასრულებ. შესაძლოა გარკვეული პერიოდი გაჩერება მომიწიოს, რადგან ჩემი ქალიშვილის დაბადებას ველოდები.“

ჟურნალისტი: ახლა თქვენ მადრიდში ცხოვრობთ..

ილია: „დიახ აქ გადმოვედით. ეს საოცარი ქალაქია.“

ჟურნალისტი: იცით? ვოლკანოვსკი თქვენზე უკვე დიდი ხანია საუბრობს..

ილია: „იცის, რომ მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია. იმედგაცრუებულია და ყვითელ პრესას დიდ ყურადღებას უთმობს, რადგან თუ ის ჩემზე არ ისაუბრებს, ჟურნალისტები მას არ გაიხსენებენ. რომელ ბრძოლაზე ვთქვი უარი? საიდან მოიტანა? პირიქით, კიდევ ერთი დაპირისპირება შევთავაზე. გახსოვთ რა თქვა? ჩემს ცემას აპირებდა, მაგრამ რა მოხდა? მან წააგო. მისგან ასეთი საქციელი მიკვირს, რადგან ძალიან ჭკვიანი და ინტელიგენტი ბიჭია.“

ჟურნალისტი: მახაჩევთან ან მაკგრეგორთან ბრძოლას განიხილავთ?

ილია: „რა თქმა უნდა, მაგრამ კონორზე ალბათ არა. ის უკვე დამარცხებული და ძალიან დასუსტებულია. მას აღარ აქვს ისეთი თავდაჯერებულობა, როგორიც ადრე ჰქონდა. რა თქმა უნდა, მან თავისი შრომით აბსოლუტურად ყველაფერს მიაღწია, რაც დღეს აქვს. ის თავს არ ზოგავდა, რომ საუკეთესო შედეგი დაედო, მაგრამ ამას დღეს აღარ აკეთებს. ის საკუთარ თავს აღარ ენდობა. კონორი იყენებს ნებისმიერ საბაბს, რომ ოქტაგონზე არ მოხვდეს.“

ჟურნალისტი: სანტიაგო ბერნაბეუზე ბრძოლა?

ილია: „დიახ, ეს ჩემი ოცნებაა.“

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ტიტულის მოგების შემდეგ განაცხადა, რომ სურს მისი შემდეგი ბრძოლა მადრიდის რეალის, სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე შედგეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება მისი შემდეგი ბრძოლა. რამდენიმე დღის წინ კი ქართველმა მებრძოლმა ჰოლოვეი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის საუკეთესო სტრაიკერებს შორის | ომალიმ ილია გამოარჩია
UFC-ის საუკეთესო სტრაიკერებს შორის | ომალიმ ილია გამოარჩია