ნუგზარ წურწუმია
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს

„პრაიმტაიმის'' ინფორმაციით, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს. ცხედარი ხობში, სპორტსმენის სახლში იპოვეს.

როგორც „პრაიმტაიმი'' იუწყება, ახლობლების ინფორმაციით 27 წლის სპორტსმენის გარდაცვალება, სავარაუდოდ, სუიციდს უკავშირდება.

2019 წელს 55 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ფინალში ყაზახ მეტოქეს 9:0 მოუგო. გარდა ამისა, ნუგზარის ანგარიშზე მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ 3 მედალი იყო: 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

CrystalSport-ის რედაქცია იზიარებს ოჯახის, მეგობრების, ქართული და საერთაშორისო სპორტის დიდ მწუხარებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები