ბათუმის დინამო, იბერია 1999, შოთა ნონიკაშვილი, საბა მამაცაშვილი, ბუბაქარ ტამბედუ
Aa
Aa

ტამბედუს დუბლი - სუპერთასზე ბათუმის დინამო მესამე ადგილზე გავიდა

საქართველოს სუპერ თასზე მესამე ადგილისთვის მატჩში ბათუმის „დინამომ’’ „იბერიას’’ 3:1 მოუგო. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, ნიკა მალის ჩაწოდების შემდეგ ჯინჯოლავამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ტაიმის მიწურულს შოთა ნონიკაშვილმა პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში ცვლილებაზე ბუბაქარ ტამბედუ გამოვიდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით ეფექტური პირველი გოლი გამოვიდა, როცა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა და ახლო კუთხეში შეაგდო. 22 წლის ტამბედუს ესტონურ „პაიდეში’’, მოლდოვურ „შერიფსა’’ და ებრაულ თელ-ავივის „ჰაპოელში’’ უთამაშია. საქართველოს ჩემპიონს ახლახან შეუერთდა.

მატჩის მიწურულს საბა მამაცაშვილმა ბათუმის „დინამოს'' ფეხბურთელთა შეცდომით ისარგებლა, საჯარიმოში იაქტიურა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები