გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ევრო 2024 | ყველაზე მეტი მოგერიება ისევ მამარდაშვილს აქვს

მიმდინარე ევრო 2024-ზე უკვე მეოთხედფინალური წყვილები მივიღეთ. ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი მეკარეების სტატისტიკას აქვეყნებს.

ცნობილი ხდება, რომ ამ მომენტისთვის ყველაზე მეტი მოგერიება ისევ გიორგი მამარდაშვილს აქვს და მასზე უკეთესი შედეგი ჯერჯერობით არავის დაუფიქსირებია. ქართველმა კარის დარაჯმა საკუთარი ნაკრები გაშვებულ გოლს 30-ჯერ გადაარჩინა.

მეორე ადგილს 16 მოგერიებული ბურთით რუმინეთის მეკარე ნიტა იკავებს. მესამე პოზიციაზე დონარუმაა(14), მეოთხეზე იან ობლაკი(14) და მეხუთეზე ასევე 14 მოგერიებით ბელგიელი კასტელსი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდა. იქამდე კი ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიას მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ბიჭმა რთული გზა გაიარა და შანსს იმსახურებს“ - გველესიანი სანიოლის სიტყვებზე
„ამ ბიჭმა რთული გზა გაიარა და შანსს იმსახურებს“ - გველესიანი სანიოლის სიტყვებზე