იენს ლემანი
Aa
Aa

ლემანი: “ესპანელები დაბლები და გამოუცდელები არიან“

როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2024-ის მერვედფინალში ორი ფავორიტი ხვდება ერთმანეთს. მასპინძელი გერმანია ესპანეთს დაუპირისპირდება. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, ბუნდეს ნაკრების ყოფილმა მეკარემ იენს ლემანმა განცხადება გააკეთა.

ლემანი:

„უდავოა, რომ ესპანეთს ჯგუფურ ეტაპზე კარგი შედეგი ჰქონდა. ჩვენ ეს ყველამ ერთად ვნახეთ. ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლოა ისინი გერმანიაზე უკეთესები იყვნენ, მაგრამ დაბლები და გამოუცდელები არიან. მათ ბავშვების გუნდი ჰყავთ და გამოუცდელები არიან. საერთაშორისო ასპარეზზე არანაირი გამოცდილება არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ეს ნაკრებები დიდ საერთაშორისო ტურნირზე უკანასკნელად კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

იქამდე ფურია როხამ უეფა-ს ერთა ლიგაზე გერმანია 6:0 გაანადგურა. 2010 წლის მუნდიალზე ნახევარფინალში 1:0 მოუგო, ხოლო ევრო 2008-ზე ფინალში ასევე 1:0 დაამარცხა.

ამ ნაკრებების მომავალი დაპირისპირება 5 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კროოსი: “არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ბოლო მატჩი იქნება“
კროოსი: “არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ბოლო მატჩი იქნება“