ხოსელუ: “მომწონს იდეა, რომ პარასკევს კროოსს კარიერა დავასრულებინოთ“
როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2024-ის მერვედფინალში ორი ფავორიტი ხვდება ერთმანეთს. მასპინძელი გერმანია ესპანეთს დაუპირისპირდება. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, ფურია როხას თავდამსხმელმა ხოსელუმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ხოსელუ:
„ეს განსაკუთრებული თამაშია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ შტუტგარტში დავიბადე, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ევროს მეოთხედფინალი ჩემს ესპანეთთან ერთად. ჩემპიონობა გვინდა. მიუხედავად იმისა, რომ ტონი კროოსთან ერთად თამაში დიდი პატივი იყო, მომწონს იდეა, რომ პარასკევს კროოსს კარიერა დავასრულებინოთ.
ანტონიო რუდიგერი გერმანიის ნაკრებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელია. ის ასეთი არის რეალისთვისაც. მან დიდი როლი შეიტანა იმაში, რასაც ჩვენ ამ წელს მივაღწიეთ. მის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. ის საშიში ფეხბურთელია.
იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ჩემს კარიერაში ხდება, ყოველი წამით ვტკბები. ჩემს ასაკში რეალში გადასვლა, ევრო 2024-ზე ყოფნა და მოგებული ტიტულები ნამდვილი მიღწევაა. ჩემს კარიერაში იყო მომენტები, რომლებიც არანაირ კავშირში არ არის იმასთან, თუ რა გახდა ჩემი კარიერა.“
ცნობისთვის, ხოსელუმ მადრიდის რეალი დატოვა და კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ გერმანიისა და ესპანეთის დაპირისპირება 5 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.