კროოსი: “არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ბოლო მატჩი იქნება“
როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2024-ის მერვედფინალში ორი ფავორიტი ხვდება ერთმანეთს. მასპინძელი გერმანია ესპანეთს დაუპირისპირდება. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, ტონი კროოსმა ისაუბრა.
კროოსი:
„არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ბოლო მატჩი იქნება. ჩვენ დიდი მიზანი გვაქვს დასახული! ამ ტურნირის მოგება გვინდა! მეოთხედფინალზე გაცილებით დიდი ამბიცია გვაქვს. ვფიქრობ, ესპანეთთან მატჩში ვისაც უფრო ხშირად ექნება ბურთი სწორედ ის მოიგებს. ასეთ თამაშებს მოედნის ცენტრში დომინირება იგებს.
რუდიგერი არის რუდიგერი და სულ ასეთი უნდა იყოს. მადრიდში გადასვლის შემდეგ გააცნობიერა, თუ რა მნიშვნელობის ფეხბურთელი შეუძლია იყოს. ის არის მოთამაშე, რომელიც ყოველთვის სუპერ ენთუზიაზმით თამაშობს. დამიჯერეთ, ჯობს ის საკუთარ გუნდში გყავდეთ, ვიდრე მის წინააღმდეგ თამაშობდეთ.
გერმანიის ნაკრების მიმართ რწმენა ბოლო თვეებში ძალიან გაიზარდა. ჩვენ ბევრი სირთულე გადავლახეთ. კარგად ხედავთ, რომ ჩვენ საკუთარი თავის გვჯერა. რთულ მომენტებს გადავლახავთ და მატჩებს მოვიგებთ.“
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ ტონი კროოსი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. გერმანიისა და ესპანეთის დაპირისპირება 5 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.