ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

ერთკვირიანი ვადა ლეიკერსს - ლებრონის ულტიმატუმი

გასულ სეზონში „ლეიკერსი“ NBA-ს ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფის პირველივე რაუნდში გამოეთიშა, რაც ბუნებრივია ლებრონ ჯეიმსის კლასისა და მონაცემების მოთამაშისთვის მიუღებელი შედეგია. ლოს-ანჯელესის კლუბმა მსოფლიო კალათბურთის ლეგენდას დაახლოებით ერთი თვის წინ, ახალი, გაუმჯობესებელი პირობების კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, რაზეც ჯეიმსმა მაშინ უარი განაცხადა და როგორც ახლა ირკვევა, საამისო მიზეზიც ჰქონდა.

Bleacher Report-ის ინფორმაციით, 39 წლის ლებრონმა „ ლეიკერსის“ ხელმძღვანელებს შესთავაზა, რომ ფინანსების განტვირთვის მიზნით, ის მზად იყო შემცირებულ ხელფასზე თამაშს დათანხმებოდა, დაზოგილი თანხით კი მათ ისეთი მოთამაშეები დაემატებინათ, რომელთა მეშვეობითაც გუნდი ისევ ჩემპიონობისთვის მებრძოლ კანდიდატად იქცეოდა. სწორედ ამ მიზეზით, ჯეიმსი უარს ამბობს 51,4 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუმცა მისი მსხვერპლის გაღებას გუნდი სათანადოდ ვერ იყენებს და ჯერჯერობით არც ერთი ძლიერი კალათბურთელი არ დაუმატებიათ.

გუშინ გამართულ პრეს კონფენციაზე ლებრონმა აღნიშნა, რომ ის „ლეიკერსს“ კიდევ ერთი კვირის ვადას აძლევს და თუ დემარ დეროზანი, ან ჯერამი გრანტი ვერ დაიმატეს, თავის შეთავაზებას უკან წაიღებს და მაქსიმალურად სარგებლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძემ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა - კვლავ NBA-ში ითამაშებს
ბითაძემ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა - კვლავ NBA-ში ითამაშებს