ზურაბ ობოლაძე, დანიელ რამიზ ოღლი, დავით მხეცაძე
Aa
Aa

3 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან - ქართველი მოკრივეების წარმატება

ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გამართული ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ტურნირის ვიცე-ჩემპიონი 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურაბ ობოლაძე გახდა. დანიელ რამიზ ოღლიმ (50 კგ) და დავით მხეცაძემ (75 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ობოლაძემ ტურნირი ხორვატი იურაი ტუტუნძიჩის დამარცხებით დაიწყო, რასაც რუმინელ ანდრეა ფლოარეასთან და ინგლისელ ფრანკ ტობიას ტეილორთან გამარჯვებები მოჰყვა. ფინალურ შეხვედრაში კი ქართველი მოკრივე რუს ვლადისლავ ლავრინენკოსთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ფინალში გასვლამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ რამიზ ოღლისა და მხეცაძეს - ირლანდიელი ოლივერ პლაჩტას და შოტლანდიელი ტომას მიჩენის ძლევის შემდეგ, რამიზ ოღლიმ, რომელიც 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ნახევარფინალი რუს უმარ იბახიევთან წააგო. რაც შეეხება მხეცაძეს, 75 კილოგრამში ის თავდაპირველად თურქ ჰამზა დულგარის, ბერძენ ნიკოლაოს ბლიატზესა და იტალიელ ლუკა კასარეს გაუმკლავდა, ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში კი სომეხ მოკრივესთან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალი ჩემპიონი გვეყოლება, მაქსი ილიას მოუგებს“ | რას ამბობს ვოლკანოვსკი
„ახალი ჩემპიონი გვეყოლება, მაქსი ილიას მოუგებს“ | რას ამბობს ვოლკანოვსკი