საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

დროებით მწვრთნელს ლობჟანიძის იმედი აქვს

საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, გუშინ თბილისში გიორგი მიქაუტაძე და საბა ლობჟანიძე ვერ დაბრუნდნენ. პირველ მათგანს სატრანსფერო საკითხები აქვს მოსაგვარებელი და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ახალ, უფრო ძლიერ გუნდში გადაბარგდება. ლობჟანიძე კი თავის კლუბს „ატლანტას“ შეუერთდა.

MLS-ში ახლა შუა სეზონია და „იუნაიტედის“ ხელმძღვანელები ქართველის სახით ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის დაბრუნებით გახარებულები არიან. „ნიუ ინგლენდთან“ მატჩის წინ გამართულ პრეს კონფერენციაზე, „ატლანტას“ დროებით მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა რობ ვალენტინომ აღნიშნა, რომ საბაზე უდიდეს იმედებს ამყარებს და ახარებს კონტინენტის პირველობიდან მისი დაბრუნება, რადგან საუკეთესო ბომბარდირის, გიორგოს ჯაკუმაკისისა და ტიაგო ალმადას წასვლის გამო, შეტევის ხაზში კვალიფიციური მოთამაშეების დეფიციტი იგრძნობა.

ამერიკულ პრესაში უკვე ვარაუდობენ, რომ ვალენტინო სრულიად შესაძლებელია დროებითი მწვრთნელიდან მუდმივ მთავარ მწვრთნელად გადაიქცეს, რადგან მას შემდეგ რაც ის ჩაუდგა კლუბს სათავეში, „ატლანტას“ 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზღაპრული დახვედრა მოუწყვეს“ - თურქებმა შენგელია გაიხსენეს
„ზღაპრული დახვედრა მოუწყვეს“ - თურქებმა შენგელია გაიხსენეს