ლევან შენგელია
Aa
Aa

„ზღაპრული დახვედრა მოუწყვეს“ - თურქებმა შენგელია გაიხსენეს

ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, საქართველოს ნაკრები და მისი გულშემატკივარი მსოფლიო სპორტული ყურადღების ცენტრში იყო და იგივეს თქმა შეიძლება გუშინდელ დღეზეც - სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ ფეხბურთელებს იმდენად პომპეზური დახვედრა მოუწყვეს, რომ ბევრ ჩემპიონ გუნდს შეშურდებოდა. სწორედ ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება თურქულ გამოცემა hurriyet-ში, სადაც აქცენტი ლევან შენგელიაზე გაკეთდა, რომელიც წლების განმავლობაში მათი ქვეყნის სუპერ ლიგაში გამოდიოდა.

რას წერენ თურქები

ეს ისეთი დახვედრა იყო, რომელიც ნეიტრალურად განწყობილ ქომაგებსაც გულგრილს არ დატოვებდა - განაცხადში მყოფი თითოეული ფეხბურთელი და მათ შორის ლევან შენგელია, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის პირველობაზე გამოდიოდა, ქომაგებმა საპატიო დერეფანში გაატარეს და დაუვიწყარი დახვედრა მოუწყვეს.

ქვეყანაში საფეხბურთო ატმოსფერო დილიდან შეიქმნა - მიუხედავად იმისა, რომ რეისმა დააგვიანა, აეროპორტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივარი გმირების ლოდინით ოდნავადაც არ დაღლილა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ისტორია დაწერა და ამან შესაძლოა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყოს ხელი.

ლევან შენგელია 26-კაციან განაცხადში იყო და თანაგუნდელებთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა, თუმცა თამაშის საშუალება ერთი წუთითაც არ მისცემია. სამაგიეროდ, ის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ მარტში გამართულ ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩებში და ლუქსემბურგის კარში პირველი ბურთი ბუდუ ზივზივაძემ სწორედ მისი პასით გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას ნიჭი და ამბიციები თავიდანვე ეტყობოდა“ - ყოფილი შეგირდი სანიოლზე
„მას ნიჭი და ამბიციები თავიდანვე ეტყობოდა“ - ყოფილი შეგირდი სანიოლზე