ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ჩელსი ოსიმენს მიუბრუნდა | ნაპოლიმ 120 მილიონს დააკლო

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. „პარტენოპეი“  ვიქტორ ოსიმენის გასაყიდად ემზადება და The Telegraph-ის ინფორმაციით, დათმობებზეც წავიდა.

ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის სანაცვლოდ 120 მილიონ ითხოვდა, მაგრამ მსურველი არ გამოჩნდა, რის შემდეგაც, უკან დაიხია. როგორც ირკვევა, „პარტენოპეიმ“ ნიგერიელი თავდამსხმელის ფასი 100 მილიონ ევრომდე ჩამოსწია და იმედი აქვს, რომ ეს საკმარისი იქნება, რათა წინადადება მიიღოს.

როგორც ირკვევა, „ჩელსი“ ოსიმენით ხელახლა დაინტერესდა. „ლურჯებს“ ჯონ დურანის გადაბირება უნდოდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, რის შემდეგაც ოსიმენს მიუბრუნდნენ და მზად არიან, მის თაობაზე ნაპოლის შეთავაზება გაუკეთონ.

„არისტოკრატები“ მეორე ფრონტზეც მუშაობენ. კატალონიური გამოცემის, Sport-ის ინფორმაციით, მათ რადარზე „ბილბაოს“ გარემარბი, ნიკო უილიამსი იმყოფება. ლონდონელები მას პერსპექტიულ ფეხბურთელად მოიაზრებენ და თვლიან, რომ მას გუნდის გაძლიერება შეუძლია. პრობლემა ისაა, რომ ნიკოს „ჩელსიში“ გადასვლას „ბარსელონაში“ ტრანსფერი ურჩევნია, თუმცა კატალონიელებს გარიგების დასახურად საჭირო ფინანსური რესურსი არ აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრანდიოზული წინადადება ლანსისგან, მონაკო არ ნებდება | ბრძოლა მიქაუტაძისთვის
გრანდიოზული წინადადება ლანსისგან, მონაკო არ ნებდება | ბრძოლა მიქაუტაძისთვის