ალესანდრო ბუონჯორნო, ლეონარდო სპინაცოლა
Aa
Aa

ორი მცველი ნაპოლიში | კონტემ შემადგენლობის გაძლიერება დაიწყო

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე აქტიური იქნება. „პარტენოპეის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და ამ ეტაპზე, აქცენტი დაცვის ხაზზე აქვს გაკეთებული.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ საბა საზონოვის თანაგუნდელი, ალესანდრო ბუონჯორნო კარიერას ნეაპოლურ კლუბში გააგრძელებს. რამდენიმე საათის წინ, მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც პოზიტიურად წარიმართა და კლუბები შეთანხმებასთან ერთ ნაბიჯში არიან.

როგორც რომანო წერს, ტრანსფერი გარდაუვალია და ყველაფერი ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება. ბუონჯორნოს გარდა, „ნაპოლის“ დაცვას ლეონარდო სპინაცოლა გააძლიერებს, რომელიც „კვარას“ ფლანგზე თამაშობს.

La Repubblica-ს ინფორმაციით, ნაპოლი და სპინაცოლა კონტრაქტის დადებასთან ახლოს არიან. ხელშეკრულება უახლოეს საათებში უნდა გაფორმდეს და „პარტენოპეისგან“ ოფიციალურ განცხადებას მალე უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრანდიოზული წინადადება ლანსისგან, მონაკო არ ნებდება | ბრძოლა მიქაუტაძისთვის
გრანდიოზული წინადადება ლანსისგან, მონაკო არ ნებდება | ბრძოლა მიქაუტაძისთვის