Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი | ვის აქვს ევრო 2024-ის მოგების ყველაზე კარგი შანსი
Aa
Aa

Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი | ვის აქვს ევრო 2024-ის მოგების ყველაზე კარგი შანსი

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და Opta-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის პროგნოზი გაგვიზიარა. ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს მიხედვით, ევრო 2024-ის მოგების ყველაზე კარგი შანსი ტურნირის მასპინძელს, გერმანიას აქვს - 19.68%.

„ბუნდესმანშაფტი“ მეოთხედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება და საინტერესოა, რომ Opta-ს რეიტინგში მეორე ადგილს სწორედ „ფურია როხა“ იკავებს. ლუის დე ლა ფუენტეს ბიჭების შანსი 18.60 პროცენტია, მესამე კი საფრანგეთი გახლავთ - 18.57%.

ინგლისის ნაკრები, რომელმაც სლოვაკეთს დამატებით დროში მოუგო და მეოთხედფინალში შვეიცარიას ხვდება, მეოთხე პოზიციაზეა - 17.3 პროცენტი. „სამ ლომს“ ნიდერლანდები მოჰყვება (9.2 პროცენტი), ხოლო პორტუგალია, რომლის მომდევნო ოპონენტიც საფრანგეთია, 7.33 პროცენტით მეექვსე ადგილზეა. „სელესაო“ მხოლოდ შვეიცარიას (6.14 პროცენტი) და თურქეთს (3.1 პროცენტი) უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ორდღიანი პაუზა გვაქვს და ტურნირი 5 ივლისს განახლდება. თბილისის დროით, 20:00-ზე, ესპანეთი გერმანიას დაუპირისპირდება, 23:00-ზე კი პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე ასეთი საქართველო მინდა - პრეზიდენტმა ფეხბურთელები ღირსების ორდენით დააჯილდოვა
მე ასეთი საქართველო მინდა - პრეზიდენტმა ფეხბურთელები ღირსების ორდენით დააჯილდოვა