გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

გრანდიოზული წინადადება ლანსისგან, მონაკო არ ნებდება | ბრძოლა მიქაუტაძისთვის

„მეცის“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის გადაბირებით რამდენიმე უცხოური კლუბი ინტერესდება. ახლახან, დაიწერა, რომ მისი გაფორმების ყველაზე კარგი შანსი „ლანსს“ აქვს და ცნობილმა ჟურნალისტმა, მოჰამედ ტუბაშ-ტერმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.

ტუბაშ-ტერის მიხედვით, „ლანსმა“ მიქაუტაძეს წინადადებით მიმართა და უზარმაზარი ხელფასი შესთავაზა, რის შემდეგაც, გიორგისთვის ბრძოლაში ფავორიტის სტატუსი მოიპოვა. „ლანსის“ მთავარი კონკურენტი „მონაკოა“ და მონეგასკები დანებებას არ აპირებენ.

ტუბაშ-ტერის ცნობით, „მონაკო“ მიქაუტაძეს ახალ შეთავაზებას გაუკეთებს და მზადაა, გიორგის „ლანსზე“ უკეთესი წინადადებით მიმართოს. 23 წლის თავდამსხმელს „მონაკოსთან“ სიტყვიერი შეთანხმება აქვს მიღწეული და შესაძლოა, ეს ერთ-ერთი გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონი „მეცში“ დაიწყო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე კი „აიაქსში“ გადავიდა. ამსტერდამულ კლუბში მან თავი ვერ გამოიჩინა, რის შემდეგაც „მეცში“ დაბრუნდა და ჯერ საფრანგეთის ლიგა 1-ში, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილი სენტ-ეტიენში? - ბორდოს წინადადებით მეორედ მიმართეს
დავითაშვილი სენტ-ეტიენში? - ბორდოს წინადადებით მეორედ მიმართეს