„მერაბს ორ რაუნდში დავანოკაუტებ“ | ომალის ვიდეო და დვალიშვილის პასუხი
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილს დასცინა. „შუგამ“ X-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და მისი და „მანქანის“ ჩხუბის პრევიუ შემოგვთავაზა.
ომალიმ დვალიშვილის გარეგნობის მქონე თოჯინა გამოიყენა და ვიდეოს ასეთი შინაარსის განცხადება დაურთო: „მერაბი ძალიან მოსაწყენია. მის დასანოკაუტებლად ორი რაუნდი მეყოფა. სიმართლე გითხრათ, უფრო მალე დავაფინიშებ, ვიდრე ალჯოს (ომალიმ ალჯამეინ სტერლინგი მეორე რაუნდის დაწყებიდან 51 წამში დაანოკაუტა).
I’ll ko merab in 2 pic.twitter.com/usXHQyNEqS
— Sean O'Malley (@SugaSeanMMA) July 2, 2024
ომალის ვიდეოდან რამდენიმე წუთის შემდეგ, დვალიშვილის პოსტი გავრცელდა და „მანქანას“ შონ ომალის ორეული დაეხმარა. მერაბმა ვიდეოს ასეთი წარწერა დაურთო: „6 წელია თავს მარიდებ... ისევ იგივე?“
6 years of ducking me .. Still ? pic.twitter.com/hHIpXKjZmq
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) July 2, 2024
შეგახსენებთ, რომ უდიდესი ალბათობით, დვალიშვილის მომდევნო ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის იქნება და შონ ომალის დაუპირისპირდება. იწერება, რომ ეს ჩხუბი სექტემბერში გაიმართება, მაგრამ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.