რაფინია, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ბრაზილიამ საქმე გაირთულა | ფრე ბოლო ტურში და ურუგვაისთან ვინისიუსის გარეშე

2024 წლის კოპა ამერიკის ყველა მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ბრაზილიის ნაკრებმა D ჯგუფში პირველი ადგილი ვერ დაიკავა და მეოთხედფინალში რთული გამოცდა ელის. „სელესაო“ ურუგვაის დაუპირისპირდება, რომელმაც ჯგუფში სამივე თამაში მოიგო და 9 გოლი გაიტანა.

ბრაზილიას პირველი ადგილის დაკავების შანსი კოლუმბიასთან მატჩში ჰქონდა. დორივალ ჟუნიორის ბიჭებისთვის შეხვედრა უსიამოვნოდ დაიწყო. მე-7 წუთზე, ვინისიუს ჟუნიორმა ყვითელი ბარათი მიიღო და მეოთხედფინალურ ეტაპს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ვინისიუსის გაფრთხილებიდან 5 წუთში, ბრაზილიამ ანგარიში გახსნა. რაფინიამ საოცარი გოლი გაიტანა და კოლუმბიელთა კარი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით აიღო. „ლოს კაფეტეროსმა“ მე-19 წუთზე გაათანაბრა, მაგრამ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

ბრაზილიამ პირველი ტაიმი მაინც ვერ მოიგო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე, დანიელ მუნიოსმა წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ გოლი ვერც ერთმა გაიტანა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ბრაზილიამ 5 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, კოლუმბია კი 7 ქულით პირველი იყო. „ლოს კაფეტეროსი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას პანამასთან მატჩით გააგრძელებს, ბრაზილია კი ურუგვაის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილი სენტ-ეტიენში? - ბორდოს წინადადებით მეორედ მიმართეს
დავითაშვილი სენტ-ეტიენში? - ბორდოს წინადადებით მეორედ მიმართეს