დემირალი
Aa
Aa

სუპერ მატჩი - თურქეთმა ავსტრიას მოუგო და 1/4 ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება

ევრო 2024-ის მერვედფინალში თურქეთი ავსტრიას დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. ვინჩენცო მონტელას ნაკრები მეოთხედფინალში ითამაშებს.

გულშემატკივრებმა მხიარული მატჩი იხილეს. მთელი შეხვედრის განმავლობაში მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა და საოცრად მაღალი ტემპი იყო.

ანგარიში ძალიან მალე, მე-2 წუთზე პირველივე წუთზე დემირალმა გახსნა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევარი ავსტრიამ შტურმით დაიწყო და თურქეთი არაერთხელ გადარჩა. მიუხედავად ავსტრიის უპირატესობისა, მეორე გოლი ისევ თურქეთმა გაიტანა. დუბლი შეასრულა დემირალმა.

66-ე წუთზე გრეგორიჩმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა და ავსტრიას მეორე გოლის გასატანად საკმარისი დრო ჰქონდა, მაგრამ ვერ მოახერხა და ევრო 2024-ს დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში თურქეთი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაკპო მიქაუტაძეს გაუთანაბრდა - ნიდერლანდები მეოთხედფინალში გავიდა
გაკპო მიქაუტაძეს გაუთანაბრდა - ნიდერლანდები მეოთხედფინალში გავიდა