საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

მე ასეთი საქართველო მინდა - პრეზიდენტმა ფეხბურთელები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. დღეს საღამოს ეროვნული გუნდის ავტობუსი ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით მიემართებოდა, შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე ეროვნული ნაკრების წევრებთან შეხვედრის ცერემონია გაიმართა.

ცერემონიისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ნაკრების წევრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

 

„საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს. სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის“ - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრიამ დღეს დილით გააკეთა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითააშა და ევროპის საუკეთესო 16 ნაკრებში მოხვდა, რაც უდიდესი წარმატებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები