რონალდ კუმანი
Aa
Aa

კუმანი: “ასეთი თამაშით ფინალამდე უნდა მივიდეთ“

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მერვედფინალში ნიდერლანდები რუმინეთს დაუპირისპირდა და საკმაოდ ლაღი ფეხბურთით მარტივად 3:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა კუმანმა?

„ზოგჯერ ძალიან ძნელია ახსნა, თუ რატომ თამაშობ ცუდად ან რატომ აღწევ მაღალ დონეს. დღევანდელი მატჩის დასაწყისი რთული იყო, მაგრამ შემდეგ ჩვენი თამაში ვიპოვეთ და მეტოქეს პრობლემები შევუქმენით. ვფიქრობ, უარყოფითი მხარეს ის იყოს, რომ მეორე გოლის გასატანად დიდი დრო დაგვჭირდა.

ვფიქრობ, ნიდერლანდების ნაკრებს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთი ჰყავს. თუ ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ, ხალხი ამას 1988 წელს შეადარებს. დამერწმუნეთ, მას შემდეგ ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. საბოლოო შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ნიდერლანდები ვართ და ყოველთვის კარგად უნდა ვთამაშობდეთ.

დღეს ბრწყინვალედ ვითამაშეთ და სწორედ ამ გზით უნდა მივიდეთ ფინალამდე. თუ დონეს დავაგდებთ, ფინალში ვერ გავალთ. ბერგუინს გარკვეული პრობლემები ჰქონდა და რისკზე არ წავედით. გაკპო კვლავ წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იყო. მას ბევრი დიდებული საფეხბურთო თვისება აქვს.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე დაბნეულია - ნაპოლის ოსიმენზე არცერთი შეთავაზება არ აქვს
კონტე დაბნეულია - ნაპოლის ოსიმენზე არცერთი შეთავაზება არ აქვს