გიორგი მიქაუტაძე, ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრები, კოდი გაკპო
Aa
Aa

გაკპო მიქაუტაძეს გაუთანაბრდა - ნიდერლანდები მეოთხედფინალში გავიდა

ევრო 2024-ის მერვედფინალში გულშემატკივრებმა საკმაოდ მხიარული დაპირისპირება იხილეს. ნიდერლანდებმა რუმინეთი 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩი აქტიურად რუმინელებმა დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა 15 წუთის გასვლის შემდეგ, უპირატესობა კუმანის შეგირდებმა მოიპოვეს და შეხვედრის სცენარი აღარც შეცვლილა.

ნიდერლანდები გამუდმებით შეტევაში მიდიოდა. ანგარიში მე-20 წუთზე ეფექტური დარტყმით კოდი გაკპომ გახსნა. პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად წარიმართა. ნიდერლანდები უტევდა და არაერთ სახიფათო მომენტს ქმნიდა. დუბლი შეასრულა გაკპომ, მაგრამ მისი გოლი არ ჩაითვალა, თუმცა მოგვიანებით, ლივერპულის შემტევმა საგოლე პასი მიითვალა. 83-ე წუთზე თავი მალენმა გამოიჩინა. საბოლოო შედეგი ასევე მალენმა დასვა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები ევრო 2024-ის მეოთხედფინალში ავსტრიასა და თურქეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ცნობისთვის, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდები ავსტრიას ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

ასევე გეტყვით, რომ კოდი გაკპო გიორგი მიქაუტაძეს გაუთანაბრდა. ორივე ფეხბურთელს 3 გოლი აქვს გატანილი და თითო საგოლე პასი შესრულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირადი დეტალები შეთანხმებულია - დე ლიხტი მანჩესტერ იუნაიტედს მიუახლოვდა
პირადი დეტალები შეთანხმებულია - დე ლიხტი მანჩესტერ იუნაიტედს მიუახლოვდა