გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

“მინდა ბოდიში მოგიხადოთ“ - მიქაუტაძემ გულშემატკივრებს მიმართა

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები საქართველოში დაბრუნდა. გიორგი მიქაუტაძემ კი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც აღმოჩნდა, ჯვაროსნების თავდამსხმელი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვერ რჩება და მსვლელობაზე არ იქნება. გიორგიმ ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

მიქაუტაძე:

„მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჯგუფთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას აღნიშვნაზე ჩემი არყოფნის გამო. ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის.

იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო. თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დიდი მადლობა სრულიად საქართველოს.“

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ევრო 2024-ზე სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მის გარშემო კი დიდი აჟიოტაჟია ატეხილი.

მიქაუტაძის გადაბირება ერთბაშად სამ გუნდს სურს. საუბარი ლანსზე, ვესტ ჰემზე და მონაკოზეა. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად ფეხბურთელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილი სენტ-ეტიენში? - ბორდოს წინადადებით მეორედ მიმართეს
დავითაშვილი სენტ-ეტიენში? - ბორდოს წინადადებით მეორედ მიმართეს