ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილი სენტ-ეტიენში? - ბორდოს წინადადებით მეორედ მიმართეს

L'Équipe-ს ცნობით, ლიგა 1-ის „სენტ-ეტიენი’’ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით აქტიურობს. შესაძლოა, „სენტ-ეტიენი’’ და „ბორდო’’ სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდნენ, რომელიც 5 და 6 მილიონ ევროს შორის მერყეობს.

„სენტ-ეტიენმა’’ „ბორდოს’’ უკვე მეორე წინადადებით მიმართა. ამ ეტაპზე ზურიკო „სენტ-ეტიენთან’’ პირად კონტრაქტზე არ შეთანხმებულა, მოლაპარაკება სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით კლუბებს შორის მიმდინარეობს.

დავითაშვილისთვის და „ბორდოსთვის'' გასული სეზონის პირველი ნახევარი წარუმატებელი იყო, საბერძნეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ კარგი განწყობა მის საკლუბო მატჩებზე დადებითად აისახა, ლიგა 2-ის ბოლო 10 შეხვედრაში 5 გოლითა და 3 საგოლე პასით დაეხმარა გუნდს და თუ მისი კარგი თამაში ევრო 2024-ზეც გაგრძელდება, ტრანსფერისთვის იდეალური ვითარება შეიქმნება, ლიგა 2-ის სეზონის დასკვნით 9 მატჩში 5 გოლი შეაგდო და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა. სეზონის დასკვნით ნაწილში წარმატებული თამაშიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო, რომ მის მიმართ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატიდან რეალური ინტერესი გაჩნდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები