გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლანსი ლიდერია? - დრეოსის ფაქტორი მიქაუტაძის ტრანსფერში

ფრანგული გამოცემა La Voix des Sports-ის ცნობით, „ლანსი’’ გიორგი მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ფავორიტია. მნიშვნელოვან ფაქტორად „ლანსის’’ მოქმედი სპორტული დირექტორი პიერე დრეოსია, რომელიც მიქაუტაძესთან „მეცში’’ მუშაობდა, 2022-24 წლებში „მეცის’’ სპორტული დირექტორი იყო. ამავდროულად, L'Equipe-ს ცნობით, „ლანსის'' მთავარი ფორვარდი ელიე ვაი გუნდს დატოვებს, მის მიმართ დიდი ინტერესია.

წყაროს ცნობით, შესაძლოა მიქაუტაძე სწორედ „ლანსში’’ გადავიდეს და არა „მონაკოში’’, რომელთანაც სიტყვიერი შეთანხმება აქვს. ამ ეტაპზე ასევე აქტიურობს „ვესტ ჰემი’’. ამ ეტაპზე აღნიშნული სამი კლუბი მოწინავე პოზიციაშია, თუმცა ამავდროულად წინადადებას „ლიონი'' ამზადებს. მოკლედ, ქართველის დამატებასთან დაკავშირებით კლუბებს შორის კონკურენცია საკმაოდ მაღალია.

Le10sport-ის ჟურნალისტის, ალექსის ბერნარდის ინფორმაციით, „ვესტ ჰემმა’’ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით ფრანგულ „მეცს’’ ოფიციალურად მიმართა. ამასთან ერთად, „ლიონი’’ წინადადებას ამზადებს და მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ჩართვას გეგმავს. „ლიონი’’ ის კლუბია, რომლის აკადემიიდან მიქაუტაძე გაუშვეს, თუმცა წლების შემდეგ ქართველმა ფორვარდმა შესაძლებლობები უმაღლეს დონეზე დაამტკიცა, რასაც „ლიონის’’ მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა.

2023-24 წლების სეზონი მიქაუტაძემ „მეცში’’ დაიწყო, გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს „აიაქსმა’’ 16 მილიონად შეიძინა (პლუს ბონუსები), თუმცა წარუმატებელი ნიდერლანდური პერიოდის შემდეგ ზამთარში „მეცში’’ იჯარით დაბრუნდა და სეზონის მეორე ნახევარში საოცრად შედეგიანი იყო, ლიგა 1-ის 17 მატჩში 11 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. საბოლოოდ, „მეცი’’ ლიგა 1-დან გავარდა, ფრანგულმა კლუბმა კონტრაქტში ჩადებული პუნქტით ისარგებლა და 13 მილიონად დაიბრუნა, თუმცა ცხადია მიქაუტაძის ლიგა 2-ში თამაში ასეთი სეზონისა და ევრო 2024-ზე შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ წარმოუდგენელია, მას ბევრი მსურველი ჰყავს, მეტწილად საფრანგეთიდან.

მსგავსი სიახლეები