გიორგი გაგუა
Aa
Aa

ალავესი დატოვა - გაგუა კარიერას ხორვატიაში გააგრძელებს

CrystalSport-ის ცნობით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გაგუა კარიერას ხორვატულ „ისტრაში’’ გააგრძელებს. ფეხბურთელმა ლა ლიგის „ალავესთან’’ კონტრაქტი გაწყვიტა და ხორვატულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

„ისტრას'' მთავარი მწვრთნელი მილანის „ინტერისა'' და „ტოტენჰემის'' ყოფილი ფეხბურთელი პაოლო ტრამეცანია. გასულ სეზონში „ისტრა'' ხორვატიის ჩემპიონატში მე-5 ადგილზე გავიდა.

გიორგი გაგუა ოფიციალურად „ალავესის'' მოთამაშე 2019 წლის ოქტომბერში გახდა, კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებდა, მაგრამ რადგან პირველ გუნდში თამაშის შანსი არ მისცეს, მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.

2022-23 წლების სეზონი იჯარით ესპანეთის რანგით მესამე ლიგის „რეალ უნიონში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

22 წლის ფორვარდს საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები