პირადი დეტალები შეთანხმებულია - დე ლიხტი მანჩესტერ იუნაიტედს მიუახლოვდა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და სატრანსფერო სიახლეებიც მრავლად არის. ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ მატიას დე ლიხტი მანჩესტერ იუნაიტედს მიუახლოვდა.
ვიგებთ, რომ მხარეებს შორის პირად დეტალებზე ყველანაირი გარიგება შედგა, რადგან ნიდერლანდელი უკანახაზელის აგენტი მხოლოდ წითელ ეშმაკებთან აწარმოებს მოლაპარაკებას.
ახლა კომუნიკაცია მანჩესტერ იუნაიტედსა და მიუნხენის ბაიერნს შორის მიმდინარეობს. როგორც ჩანს, რეკორდმაისტერი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის. ჯერჯერობით არ სახელდება დე ლიხტის სატრანსფერო ღირებულება.
შეგახსენებთ, რომ მატიასი ბაიერნს 2022 წელს შეუერთდა. 2022 წლიდან დღემდე, ნიდერლანდელმა გერმანული გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 73-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
???????? Matthijs de Ligt has given green light to Manchester United move after direct contacts with his camp.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 2, 2024
Personal terms are not an issue as his agent Pimenta is only negotiating with Man United, priority for the player.
Up to Man Utd and Bayern, in talks over deal structure. pic.twitter.com/NkAOh6TpW4