ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

კონტე დაბნეულია - ნაპოლის ოსიმენზე არცერთი შეთავაზება არ აქვს

როგორც მოგეხსენებათ, ნაპოლიმ ვიქტორ ოსიმენს მწვანე შუქი აუნთო და ის გუნდი, რომელიც 130 მილიონ ევროს გადაიხდის ნიგერიელ თავდამსხმელს წაიყვანს.

სულ მალე ანტონიო კონტე ნაპოლის წინასასეზონო მომზადებას დაიწყებს და ოსიმენი გუნდს შეუერთდა. იტალიელი სპეციალისტი დაბნეულია, რადგან ის ახალი თავდამსხმელის ძიებაშია. მისთვის ცნობილი იყო, რომ შემდეგ სეზონში ვიქტორი პარტენოპეიში არ ითამაშებდა.

ახალი არავისთვის არის, რომ 25 წლის თავდამსხმელს პრემიერ ლიგაში თამაში სურს. მისი ოცნების კლუბი ლონდონის ჩელსია, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მას სურს.

რადარზე არსენალი, ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი ჩანდნენ, მაგრამ სამივე გუნდმა ნიგერიელზე უარი თქვა, რადგან ის 130 მილიონი ევრო ღირს. ამ თანხის გადახდას კი ისინი არ აპირებენ.

მაგალითად, არსენალმა თვალი სპორტინგის თავდამსხმელს ვიქტორ გუიოკერესს დაადგა. ჩელსის მთავარი სამიზნე ჯოშუა ზირკზე გახდა, ხოლო არსენალი რასმუს ჰოილუნდზე დაყრდნობას აპირებს.

იტალიური მედია იუწყება, რომ ნაპოლის ფორმალური შეთავაზებაც კი არ აქვს ოსიმენთან დაკავშირებით. ინტერესის დონეზე რადარზე მხოლოდ პარი სენ ჟერმენია, რომელიც უფრო აქტიურად ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ცდილობს, ვიდრე ოსიმენის.

იტალიური მედია ვარაუდობს, რომ თუ აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის სატრანსფერი ღირებუელბას არ დაწევს, ნიგერიელი ფეხბურთელი მომავალ სეზონში კვლავ ნაპოლიში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრიშტიანუ, პეპე და საფრანგეთი | ევროს მე-16 დღის გამორჩეული ფაქტები
კრიშტიანუ, პეპე და საფრანგეთი | ევროს მე-16 დღის გამორჩეული ფაქტები