20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

20-წლამდელების შემადგენლობა ირლანდიელებთან მატჩისთვის

4 ივლისს, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის შეხვედრას გამართავს. მთავარი მწვრთნელის, ლადო კილასონიას მომზადებული გუნდის მეტოქე ირლანდიის ასაკობრივი ნაკრები იქნება და მან თამაშისთვის შემადგენლობა დღეს გამოაქვეყნა.

ავსტრალიელებთან წაგებულ მატჩთან შედარებით ძირითადში ოთხი ცვლილებაა - 2 ნომრის პოზიციაზე თამაზ ჭამიაშვილის მაგივრად სასტარტოში თამაშს მიხეილ ხახუბია დაიწყებს. 9 და 11 ნომერზე კი გიორგი სპანდერაშვილისა და ტატო ბურთიკაშვილის ნაცვლად სასტარტოში ალექსანდრე ჯიღაური და ლუკა კეშელავა იქნებიან.

მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი ქართველმა მორაგბეებმა შაბათს ავსტრალიელებთან მატჩით დაიწყეს და 11:35 წააგეს. ერთადერთი ლელო საქართველოს ნაკრების რიგებში ლუკა სულუაშვილის ანგარიშზეა, საჯარიმოები კი ზუსტად ლუკა ცირეკიძემ შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაგბის 20-წლამდე ნაკრები | პირველი მატჩი ავსტრალიასთან
რაგბის 20-წლამდე ნაკრები | პირველი მატჩი ავსტრალიასთან