კრიშტიანუ, პეპე და საფრანგეთი | ევროს მე-16 დღის გამორჩეული ფაქტები
გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-16 სათამაშო დღეს, საფრანგეთი-ბელგიისა და პორტუგალია-სლოვენიის მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.
საფრანგეთის ნაკრებმა ბელგიას, დიდი ტურნირების ეგიდით, 5-დან მე-5 მატჩი მოუგო. ევროპულ ნაკრებებს შორის, ეს საუკეთესო შედეგის გამეორებაა - ანალოგიური მაჩვენებელი აქვს იტალიას ავსტრიასთან.
საფრანგეთის ნაკრები ბოლო 7-დან 6 დიდ ტურნირზე მინიმუმ 1/4 ფინალამდე გავიდა.
საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ისტორიაში მე-6-ედ გავიდა, რაც, ესპანეთთან ერთად, მე-2 საუკეთესო შედეგია. რეკორდი პორტუგალიას ეკუთვნის - 7.
საფრანგეთის ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, ბოლო 15-დან მხოლოდ 1 მატჩი აქვს წაგებული - 8 მოგება და 6 ფრე.
საფრანგეთის ნაკრებს 1/4 ფინალში გასასვლელად 3 გოლი დასჭირდა: ამ 3-დან 2 ავტოგოლია, 1 - პენალტიდან გატანილი.
ბელგიის ნაკრებს, დიდი ტურნირების ეგიდით, ბოლო 6-დან 5 მატჩში გოლი არ გაუტანია. თანაც, იმ ფონზე, რომ, იმ 5 შეხვედრაში, რომლებშიც გოლი ვერ შეაგდეს, ჯამურად 59 დარტყმა ჰქონდათ და მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი - 6.85.
ბელგიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში უკვე 8 მატჩი აქვს ჩატარებული და დამატებითი დრო არც ერთხელ უთამაშია.
ევროპის ჩემპიონატის 64-წლიან ისტორიაში, სულ 5-ჯერ მოხდა, როცა გუნდმა მატჩი ავტოგოლით 1:0 მოიგო. ამ 5-დან 3-ჯერ საფრანგეთის ნაკრებს გაუმართლა: ევრო 2020-ზე - გერმანიასთან და ევრო 2024-ზე - ავსტრიასთან და ბელგიასთან.
37 წლისა და 68 დღის ასაკში, იან ვერტონგენი, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ავტოგოლი გაიტანა.
ნ’გოლო კანტემ, ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, მე-12 დაუმარცხებელი მატჩი ჩაატარა, რაც ყველა დროის რეკორდია - 7 მოგება და 5 ფრე.
ორელიენ ჩუამენიმ, ბელგიის წინააღმდეგ, 21 ისეთი პასი გააკეთა, რომლებითაც მეტოქის ხაზები გაარღვია, მათ შორის 15 მეტოქის მესამედში იყო - ორივე ეს მაჩვენებელი, ფრანგებს შორის, საუკეთესოა.
დომენიკო ტედესკო მე-11 იტალიელი მწვრთნელია, რომელიც გუნდს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გაუძღვა. მწვრთნელთა ეროვნების მიხედვით, ეს სარეკორდო მაჩვენებელია - მეორეზე გერმანელები (10) არიან.
პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ისტორიაში მე-7-ედ გავიდა, რაც ყველა დროის რეკორდია.
ისტორიაში პირველად მოხდა, როცა პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ ორ მატჩში გოლი ვერ გაიტანა - საქართველოსთან და სლოვენიასთან.
სლოვენიის ნაკრებმა დიდი ტურნირების პლეი-ოფში ისტორიაში პირველად გავიდა. გუნდს, 4 მატჩის გათვალისწინებით, ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი 31.2% ჰქონდა, რაც, ტურნირის 24-ვე გუნდს შორის, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
სლოვენიის ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, ბოლო 5 მატჩი ფრედ აქვს დასრულებული.
სლოვენიის ნაკრებს უკვე 10 მატჩია არ წაუგია - 4 მოგება და 6 ფრე.
სლოვენიის ნაკრებს ბოლო 10-დან მხოლოდ 1 მატჩში აქვს 1-ზე მეტი გოლი გაშვებული.
დიეგუ კოშტა, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში - პირველი და დიდ ტურნირებზე - მე-4 მეკარეა, რომელმაც პენალტების სერიაში 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია. იგულისხმება სეივით აღებული პენალტი.
პორტუგალიის ნაკრების მონაწილეობით, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ბოლო 10-დან 7 მატჩი დამატებით დროში გადავიდა.
ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით, ისტორიაში პირველად მოხდა, როცა პენალტების სერია 6 დარტყმის შემდეგ დასრულდა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 14 მატჩის პირველ ტაიმში არ გავიდა გოლი, რაც უკვე იმდენივეა, რამდენშიც ევრო 2020-ზე.
კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე ტურნირზე მეტოქეთა კარისკენ 20-ჯერ დაარტყა, თუმცა გოლი ჯერ არ გაუტანია.
კრიშტიანუ რონალდუმ, დიდი ტურნირების ეგიდით, თამაშიდან პენალტი მე-9-ედ შეასრულა და გოლი 3 შემთხვევაში ვერ გაიტანა.
კრიშტიანუ რონალდუმ, დიდი ტურნირის ეგიდით, 60 საჯარიმო დარტყმა შეასრულა და გოლი მხოლოდ ერთხელ გაიტანა - 2018-ის მსოფლიოზე, ესპანეთთან.
კრიშტიანუ რონალდუმ, ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, 34 საჯარიმო დარტყმა შეასრულა და გოლი არ გაუტანია. ევრო 1980-დან მოყოლებული, რაც ეს სტატისტიკა აითვლება, მე-2 შედეგი ზინედინ ზიდანს აქვს - 15.
ჟოაუ პალინიამ სლოვენიასთან მატჩისას 9 ვარდნა შეასრულა, რაც ევრო 2012-ის შემდეგ, ერთ მატჩში საუკეთესო შედეგია. მაშინ, საფრანგეთთან შეხვედრისას, უკრაინელ ანატოლი ტიმოშჩუკს 12 ვარდნა ჰქონდა.
ბენიამინ შეშკოს პორტუგალიელებთან ორთაბრძოლაში შესვლა 32-ჯერ მოუწია, რაც იურაი კუცკას (ევრო 2016-ზე - გერმანიასთან) მაჩვენებლის - 39, შემდეგ, ევროზე საუკეთესო შედეგია.
41 წლისა და 126 დღის ასაკში, პეპე, დიდი ტურნირის ეგიდით, პლეი-ოფის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე გახდა. ეს რეკორდი აქამდე ინგლისელ მეკარე პეტერ შილტონს ეკუთვნოდა.
39 წლისა და 147 დღის ასაკში, კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც პენალტების სერიაში გაიტანა.