ლაზარე კუპატაძე, გიორგი მაკარიძე
Aa
Aa

მაკარიძე კუპატაძის ნაცვლად - იბერიამ ნაკრების ყოფილი მეკარე დაიმატა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეორე წრის დაწყებამდე „იბერიამ“ გიორგი მაკარიძე დაიმატა. 34 წლის მეკარე თბილისის გუნდის ხელმძღვანელებმა დღეს ოფიციალურად წარადგინეს და მას ლაზარე კუპატაძის შეცვლა დაევალება. ეს უკანასკნელი კლუბიდან რამდენიმე კვირის წინ წავიდა და კონტრაქტი ლატვიის „ლიეპაისთან“ გააფორმა, რომელსაც ქართველი მწვრთნელი თამაზ პერტია ამზადებს.

მაკარიძე უკანასკნელ სეზონში პორტუგალიის ქვედა ლიგის კლუბ „კოვილიაში“ გამოდიოდა, მანამდე კი სხვადასხვა პერიოდში „მარიტიმუს“, „პონფერადინას“, „ალმერიას“, „სეტუბალის“, „მორეირენსეს“, „ფეირენსესას“ და „ლე მანის“ ღირსებას იცავდა. მისთვის საუკეთესო 2016-2017 წლების სეზონი გახლდათ, როდესაც „მორეინესესთან“ ერთად პორტუგალიის თასი მოიგო. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ის 2007-2020 წლებში გამოდიოდა და 23 შეხვედრაში იასპარეზა.

მაკარიძის გარდა, „იბერიამ“ თავისი ყოფილი მოთამაშეები, გიორგი ჯინჯოლავა და იური ტაბატაძე დაიმატა, რომელთაც სლოვაკეთის „ზლატე მორავცეში“ საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურათ. ხვალ, აჭარის დედაქალაქში „იბერია“ საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერ თასის ბრინჯაოს მედლებისთვის ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ორივე შეხვედრაში მაინც გამორჩეული იყო“ - გიორგი მიქაძის მოსაზრება
„კვარა ორივე შეხვედრაში მაინც გამორჩეული იყო“ - გიორგი მიქაძის მოსაზრება