გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

კვიპროსში დარჩა | ქვილითაიას ახალი კლუბი ცნობილია

გიორგი ქვილითაიას ახალი კლუბის ვინაობა ცნობილი გახდა. ქართველი თავდამსხმელი მომდევნო სეზონშიც კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშებს და საკუთარი მომავალი „არისს“, 2027 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა.

„ქვილითაია „მწვანეა!“ ქართველმა თავდამსხმელმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გვინდა, ის არისის ოჯახში მივიღოთ და მწვანეების მაისურით ყველანაირი წარმატება ვუსურვოთ“, - ნათქვამია კვიპროსული კლუბის განცხადებაში.

ცნობისთვის, კვიპროსის ჩემპიონატის გასულ სეზონში, „არისმა“ 56 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიცია დაიკავა, საჩემპიონო ჯგუფი კი მე-4 პოზიციაზე დაასრულა. „მწვანეები“ ჩემპიონ „აპოელს“, რომლის რიგებშიც ქვილითაია თამაშობდა, 3 ქულით ჩამორჩნენ.

გეტყვით იმასაც, რომ გასულ სეზონში, ქვილითაიამ მონაწილეობა 37 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შანსი რომ მოეცათ, აიაქსშიც გავიტანდი“ | მიქაუტაძე ნიდერლანდურ პრესას ესაუბრა
„შანსი რომ მოეცათ, აიაქსშიც გავიტანდი“ | მიქაუტაძე ნიდერლანდურ პრესას ესაუბრა