გიორგი გველესიანი, ლელა გრძელიშვილი
Aa
Aa

„როგორც აქ კვარა, ასევე პოპულარულია გიორგი ირანში“ - გველესიანის განვლილი გზა

გიორგი გველესიანის კარიერაში 2024 წელი უდავოდ საუკეთესო და გამორჩეულია. გარდა იმისა, რომ მან ბავშვობის ოცნება აიხდინა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება მიეცა, საკლუბო დონეზეც წარმატებას მიაღწია - „პერსეპოლისის“ რიგებში ის ირანის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედლების მოპოვებაში თავისი წვლილი 6 გოლით შეიტანა. გადაცემაში „იმედის დღე“ სტუმრად გიორგის დედა, ლელა გრძელიშვილი იმყოფებოდა და გველესიანის წარსულზე ისაუბრა.

რას ამბობს გველესიანის დედა

„საქართველოში ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა და შესაბამისად, მეც არ მინახავს. ირანის ჩემპიონატის გამარჯვებული რომ გახდა, მაშინვე ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა.

17 წლიდან საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობდა და მაშინ გამოიძახეს, როდესაც პირადად მე ამის იმედი დაკარგული მქონდა. თავად სულ ამბობდა, რომ კარიერის საწყის ეტაპზე გამოძახებას არ იმსახურებდა, თუმცა ბოლო წლებში საფუძვლიანი ამბიციები და პრეტენზიები გაუჩნდა. მიზანდასახული ადამიანია, მებრძოლი და რაც უნდოდა იმას, 33 წლის ასაკში მიაღწია.

ირანში ძალიან პოპულარულია - როგორც საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიას ცნობენ და გიჟდებიან მასზე, ასევეა იქ გიორგი. ვიცი, რომ ბევრს მოსწონს მისი აზროვნება და ინტელექტუალური თვისებები. ლიტერატურა და ისტორია ბავშვობიდან უყვარდა. ირანში კი იმდენი დრო აქვს, რომ როცა არ ვარჯიშობს, ან არ თამაშობს, თავისუფალ დროს სულ წიგნებს კითხულობს“.

გიორგი გველესიანის დებიუტი საქართველოს ნაკრებში ახლახანს, 33 წლის ასაკში შედგა და თუ ასე განაგრძო, უახლოეს მატჩებში ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილს მყარად დაიმკვიდრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ირანიდან ინდონეზიაში - გველესიანს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
ირანიდან ინდონეზიაში - გველესიანს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა