დიტმარ ჰამანი
Aa
Aa

„სამარცხვინო ქმედება, ჰგონია, რომ ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს“ | ჰამანი რონალდუს აკრიტიკებს

დიტმარ ჰამანმა კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში, რონალდუმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, დამატებითი რაუნდების შესვენებაზე კი კრიშტიანუმ ცრემლები ვერ შეიკავა და ჰამანმა სწორედ მის ტირილზე გაამახვილა ყურადღება.

„39 წლის ფეხბურთელი 120 წუთს თამაშობს, პენალტი ვერ გააქვს და უნდა ვთქვა, თითქოს მჯერა, რომ რონალდუ გუნდურ ფეხბურთელად გადაიქცა, რადგან ახლა გუნდი უფრო მეტად სჭირდება? კარგი, ამასაც დავიჯერებ, მაგრამ მგონია, სლოვენიასთან მატჩში თავისი რეალური სახე აჩვენა.

პენალტი გააფუჭა და მოედანზე ტირილი დაიწყო, იტირა დამატებითი ტაიმების შესვენებაზეც, მე კი ვფიქრობ: „ჰგონია, რომ ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს“. გუნდში 26 ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის 20 წევრია, ტრიბუნებზე კი 30 თუ 40 ათასი ქომაგი იმყოფება, მაგრამ მაინც ყველაფერი რონალდუს გარშემო ტრიალებს.

ვცდილობ, ობიექტური ვიყო, მაგრამ სლოვენიას ვქომაგობდი, რადგან კრიშტიანუს რეაქცია სამარცხვინო და მიუღებელია. მსგავს ეპიზოდში, მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელთან უნდა მივიდეს და უთხრას: „მოედნიდან უნდა გახვიდე, რადგან თამაშის გასაგრძელებლად საჭირო კონდიციებში არ ხარ“.

როგორც აღვნიშნე, სრული სისულელეა ის, რომ რონალდუ გუნდური ფეხბურთელი გახდა. ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. პენალტების სერიაში თერთმეტმეტრიანი გააქვს და გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის, რაც საჭირო საერთოდ არაა. მომდევნო შეხვედრაში საფრანგეთის გამარჯვების გარდა, სხვა სცენარს ვერ ვხედავ“.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებების დაპირისპირება 5 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი ვარიანტი | ქოჩორაშვილი ესპანური კლუბის რადარზე
კიდევ ერთი ვარიანტი | ქოჩორაშვილი ესპანური კლუბის რადარზე