გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„შანსი რომ მოეცათ, აიაქსშიც გავიტანდი“ | მიქაუტაძე ნიდერლანდურ პრესას ესაუბრა

გიორგი მიქაუტაძემ ნიდერლანდურ NOS-ს ინტერვიუ მისცა და ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ისაუბრა. ქართველმა ფეხბურთელმა „აიაქსში“ გატარებული პერიოდიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ამსტერდამულ კლუბში შანსი რომ მიეღო, გოლებს იქაც გაიტანდა.

„ბოლომდე ვიბრძოლეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ ესპანეთი ჩვენზე უკეთესი ნაკრებია. ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდია. გამოვვარდით, მაგრამ შესანიშნავი მოგზაურობა გამოგვივიდა და მერვედფინალში გავედით. ეს შედეგი პირველად დავაფიქსირეთ და კმაყოფილნი ვართ.

ჩვენმა წარმატებამ საქართველოში ყველა გააბედნიერა და ისინი ჩვენით ამაყობენ. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი ქვეყნისთვის სიამოვნება მიგვენიჭებინა და მიზანს მივაღწიეთ.

რა განსხვავებაა საქართველოს ნაკრებში მოთამაშე მიქაუტაძესა და აიაქსის მიქაუტაძეს შორის? ერთი და იგივე ფეხბურთელია, მაგრამ აიაქსში გოლები მხოლოდ ვარჯიშებისას გამქონდა, რადგან შემადგენლობაში ვერ ვხვდებოდი. შანსი რომ მოეცათ, იქაც გავიტანდი, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულია. არჩევანი გააკეთეს და სულერთია, ახლა რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ „მეცმა“ მიქაუტაძის კონტრაქტი 13 მილიონ ევროს გამოისყიდა და გიორგის გადაბირებით ფრანგული კლუბები ინტერესდებიან. ყველაზე აქტიურად „მონაკოსა“ და „ლანსის“ ვარიანტები ჟღერდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი ვარიანტი | ქოჩორაშვილი ესპანური კლუბის რადარზე
კიდევ ერთი ვარიანტი | ქოჩორაშვილი ესპანური კლუბის რადარზე