საბა ლობჟანიძე, ტიაგო ალმადა
Aa
Aa

ლობჟანიძის თანაგუნდელი რეკორდულ ფასად

„ატლანტა იუნაიტედი“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე თამაშობს, ამერიკული სპორტული პრესის ყურადღების ქვეშ არის მოქცეული. საქმე იმაში გახლავთ, რომ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელები რამდენიმე დღეში არგენტინელ ფეხბურთელს ტიაგო ალმადას 16 მილიონ ფუნტად გაასხვისებენ, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო სატრანსფერო გარიგება იქნება.

23 წლის ალმადა საკმაოდ ნიჭიერი მოთამაშეა, რომელიც 2022 წელს მუნდიალის ტრიუმფის დროს არგენტინის ნაკრების განაცხადშიც იმყოფებოდა, თუმცა „ატლანტას“ ხელმძღვანელები თვლიან, რომ ლობჟანიძე და სხვა მისი პარტნიორები ნახევარდაცვაში ალმადას წასვლის კომპენსირებას მოახდენენ, სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ აღებული თანხა კი სხვა სათამაშო რგოლების გაძლიერებას მოხმარდება. იყო ვარიანტები, რომ ტიაგოს დამატებას „ლიონი“, ან „კრისტალ პალასი“ შეძლებდა, თუმცა ყველაზე დიდი ინტერესი „ბოტაფოგომ“ გამოთქვა და არგენტინელიც უახლოეს დღეებში ბრაზილიურ კლუბს შეუერთდება.

2022-2024 წლებში „ატლანტას“ რიგებში ჩატარებულ 77 შეხვედრაში არგენტინელმა მოთამაშემ თავი 23 გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება ლობჟანიძეს, საბას ანგარიშზე 31 მატჩი და 7 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ ერთი ვარიანტი | ქოჩორაშვილი ესპანური კლუბის რადარზე
კიდევ ერთი ვარიანტი | ქოჩორაშვილი ესპანური კლუბის რადარზე