გიორგი გველესიანი
Aa
Aa

ირანიდან ინდონეზიაში - გველესიანს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა

ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ორ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში გიორგი გველესიანი მოხვდა, რომელსაც ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია. მეტსაც გეტყვით, პორტუგალიელებთან მოგებულ შეხვედრაში ის ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდის მთავარი გმირი იყო, როდესაც კრიშტიანუ რონალდუსს დარტყმას ჩაუწვა და მეტოქე გუნდის კაპიტანს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.

წარმატებული სანაკრებო ტურნირის შემდეგ, ბუნებრივია, რომ ფეხბურთელის საკლუბო მომავლის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ბოლო ცნობებით, ირანიდან მისი დამატება ინდონეზიის ჩემპიონ „პერსიბ ბანდუნგს“ სურს, რომელსაც ქართველი დაცვის გაძლიერების იდეალურ ვარიანტად მიაჩნია.

ჯერჯერობით პრესაში არც იმ პირობების შესახებ გავრცელებულა ინფორმაცია, რასაც გველესიანს ინდონეზიელები სთავაზობენ და არც იმ თანხაზე, რასაც ირანის ჩემპიონებს გადაუხდიან, თუმცა Tribun WOW ამტკიცებს, რომ ტრანსფერი ოფიციალურ სახეს მალე მიიღებს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ლეგიონერებზე ლიმიტის დაწესების გამო, „ბანდუნგი“ ესპანელი ალბერტო როდრიგესის გაშვებას გეგმავდა, მაგრამ პრობლემა სხვანაირად მოგვარდა - როდრიგესი დარჩება და მისი, იტალიელი სტეფან ბელტრამესა და გველესიანის სახით გუნდს დაცვაში სამი უცხოელი ეყოლება.

გასულ სეზონში გველესიანი „პერსეპოლისის“ შემადგენლობაში ირანის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონატი 6 გოლით დაასრულა, რაც ამპლუით ცენტრალური მცველისთვის არაჩვეულებრივი შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი: “ეს გუნდი ერთ დიდ ოჯახად იქცა“
ქოჩორაშვილი: “ეს გუნდი ერთ დიდ ოჯახად იქცა“