გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

კიდევ ერთი ვარიანტი | ქოჩორაშვილი ესპანური კლუბის რადარზე

გიორგი ქოჩორაშვილმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა. „ლევანტეს“ ნახევარმცველმა უცხოური კლუბების ყურადღება მიიპყრო და გუშინ, დაიწერა, რომ მის გადაბირებაზე „ლაციო“ და „ტორინო“ ფიქრობენ.

El Gol Digital-ის ინფორმაციით, „ქოჩოს“ მსურველი ესპანეთშიც ჰყავს და მას „ვილიარეალი“ აკვირდება. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ თავკაცს, მარსელინო გარსია ტორალს ქართველი ფეხბურთელის მიერ ევრო 2024-ზე ნაჩვენები თამაში არ გამოჰპარვია და ნახევარდაცვის გაძლიერება მისით უნდა.

ესპანური გამოცემის მიხედვით, „ვილიარეალს“ ზაფხულში ეტიენ კაპუ და ფრანსის კოკლინი დატოვებენ. მარსელინო გარსია ტორალი „ქოჩოს“ მათ შემცვლელად მოიაზრებს და მოსწონს ის ფაქტი, რომ გიორგის მისი გუნდისთვის საკვანძო პოზიციებზე შეუძლია თამაში.

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილს „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ღირებულება 1 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიოგუ კოშტას გმირობა - რონალდუს ცრემლები და პორტუგალიის გამარჯვება
დიოგუ კოშტას გმირობა - რონალდუს ცრემლები და პორტუგალიის გამარჯვება