საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. „ჯვაროსნები“ აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდნენ და გულშემატკივრებმა დასამახსოვრებელი დახვედრა მოუწყვეს.

როგორც მოგეხსენებათ, 2 ივლისს, 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა.  ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. ევრო 2024-ზე თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკამათო გადაწყვეტილება და განრისხებული პულიშიჩი | აშშ კოპა ამერიკას გამოეთიშა
საკამათო გადაწყვეტილება და განრისხებული პულიშიჩი | აშშ კოპა ამერიკას გამოეთიშა