„ვოლკთან გაუმართლა, ჰოლოუეისთან ჩხუბის ეშინია“ | პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა
პედი პიმბლეტმა UFC-ის ქართველ ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა. ბრიტანელ მებრძოლს ჰკითხეს, „ელ მატადორისა“ და მაქს ჰოლოუეის პოტენციურ ბრძოლაში ვინ გაიმარჯვებდა და პიმბლეტის აზრით, თოფურიას ჰოლოუეისთან ჩხუბის ეშინია.
„იგივე პასუხი მაქვს, რაც ყველას. ყველა მაქსის გამარჯვებას ვარაუდობს და ხელის სადეზინფექციო ხსნარს (პიმლეტი ილიას ამ მეტსახელით მოიხსენიებს) ჰოლოუეისთან ბრძოლის ეშინია. არ უნდა მაქსს ეჩხუბოს, რადგან იცის, რაც მოხდება. ვოლკანოვსკის იდეალურ დროს შეხვდა, რადგან ჩხუბამდე 10 კვირით ადრე, ვოლკი დანოკაუტებული იყო. სიმართლე გითხრათ, თოფურიას უბრალოდ გაუმართლა“.
შეგახსენებთ, რომ პიმლეტსა და თოფურიას დაძაბული ურთიერთობა აქვთ, რაც პედის მიერ საქართველოსა და ქართველ ხალხზე გაკეთებული განცხადებებით გახლავთ განპირობებული. მათ ფიზიკური დაპირისპირებაც მოუვიდათ და ლონდონში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, „ელ მატადორმა“ მასზე გაიწია.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პიმბლეტი თოფურიას მარცხს პროგნოზირებს. საჩემპიონო ბრძოლის წინ, რომელშიც ილია ვოლკანოვსკის დაუპირისპირდა, პედიმ განაცხადა, რომ „ვოლკი“ მას უბრალოდ გადაუვლიდა.