საკამათო გადაწყვეტილება და განრისხებული პულიშიჩი | აშშ კოპა ამერიკას გამოეთიშა
2024 წლის კოპა ამერიკის მასპინძელმა, აშშ-ს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია. ბოლო ტურში, კრისტიან პულიშიჩი და კომპანია ურუგვაის დაუპირისპირდნენ. „ლა სელესტემ“ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა და 1:0 მოიგო, რის წყალობითაც, ჯგუფი 9 ქულით დაასრულა.
აშშ-სა და ურუგვაის ნაკრებების შეხვედრას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. 66-ე წუთზე, მატიას ოლივერამ გაიტანა და „ლა სელესტე“ დააწინაურა. მატჩის სამსაჯო ბრიგადა მომენტს რამდენიმე წუთის განმავლობაში, თამაშგარე მდგომარეობაზე ამოწმებდა და საბოლოოდ, გოლი ჩათვალა, რამაც დიდი კრიტიკა გამოიწვია.
A look at the VAR angle of the Uruguay goal vs the USMNT ???????? pic.twitter.com/VnOEe3jQvn
— FOX Soccer (@FOXSoccer) July 2, 2024
აშშ-ს გულშემატკივრებისა და ცნობილი ექსპერტების აზრით, VAR-მა აშკარა შეცდომა დაუშვა და გოლი უნდა გაეუქმებინა. დარჩენილ დროში მასპინძლები ბევრს ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და პლეიოფის საგზური ვერ დაისაკუთრეს.
აშშ-ს ნაკრების კაპიტანი, კრისტიან პულიშიჩი მთავარი არბიტრის, კევინ ორტეგას მუშაობით განრისხებული დარჩა. მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ პულიშიჩი მსაჯებს მოუწოდებს, ურუგვაელთა ზეიმს შეუერთდნენ და „ლა სელესტეს“ წარმატება მათთან ერთად აღნიშნონ. ამის შემდეგ, იგი არბიტრებთან მიდის და ხელს ართმევს, რაზეც ერთ-ერთი მათგანი უარს აცხადებს.
I put both videos together uninterrupted: Pulisic appears to be gesturing for the referee to go celebrate with Uruguay which may help explain his refusal to shake hands pic.twitter.com/otrmIlhVOZ
— CJ Fogler account may or may not be notable (@cjzero) July 2, 2024
ცნობისთვის, ურუგვაის გარდა, C ჯგუფიდან პანამა გავიდა, რომელმაც ბოლივია 3:1 დაამარცხა. პლეიოფში მათი მეტოქეების ვინაობა 3 ივლისს გაირკვევა, როცა ბოლო, D ჯგუფის შეხვედრები გაიმართება.