ბითაძემ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა - კვლავ NBA-ში ითამაშებს
ESPN-ის ინსაიდერის, ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით გოგა ბითაძე კვლავ „ორლანდო მეჯიქში’’ ითამაშებს. ბითაძე, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო, კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ პერიოდის განმავლობაში 25 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს.
ცნობილი ჟურნალისტის, თემის პროკოპიუს მიხედვით, ბითაძეს თურქული „ფენერი'' დუაკავშირდა, თუმცა გოგას პრიორიტეტი NBA-ში დარჩენა იყო. „ორლანდოს'' გარდა ბითაძეს მსურველები ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაშიც ჰყავს. გოგა „ნიუ იორკ ნიქსს“, „ჩიკაგო ბულსსა“ და „ბოსტონ სელტიქსს“ დაუკავშირეს.
„ორლანდოს“ შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ცენტრმა გასულ სეზონში 62 მატჩი ჩაატარა. ბითაძე პარკეტზე საშუალოდ 15.4 წუთს ატარებდა და 5 ქულასთან ერთად, 4.6 მოხსნას, 1.3 შედეგიან გადაცემასა და 1.2 დაფარებას აგროვებდა. „მეჯიქი“ NBA-ს გათამაშებას პლეი ოფში „კლივლენდ კავალიერსთან“ მარცხის შემდეგ დაემშვიდობა.
ბითაძე NBA-ს დრაფტზე 2019 წლის ზაფხულში მე-19 ნომრად აირჩიეს.