ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

მეშვიდე ლეხის ისტორიაში - კვეკვესკირი პოზნანში გაიხსენეს

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მომდევნო სეზონსაც „ლეხში“ გაატარებს, თუ სხვა გუნდში განაგრძობს კარიერას, თუმცა ფაქტია, რომ პოზნანის კლუბის ვებ-გვერდი ნიკა კვეკვესკირის ასპარეზობას კვლავაც აქტიურად აშუქებს და ევროპის ჩემპიონატზე მის დებიუტს პატარა სტატიაც მიეძღვნა.

წლევანდელი კონტინენტის პირველობის მთავარი აღმოჩენის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მიუხედავად იმისა, რომ ერთა ლიგის ფინალში გადამწყვეტი 11-მეტრიანი სწორედ კვეკვესკირმა გაიტანა, ამ უკანასკნელს მაინც მცირე სათამაშო დრო მისცა. თურქებთან, ჩეხებთან და პორტუგალიელებთან მატჩებში ის თანაგუნდელების თამაშს სათადარიგო სკამიდან ადევნებდა თვალყურს, ესპანელებთან მერვედფინალში კი მატჩში 79-ე წუთზე, გიორგი გველესიანის ნაცვლად ჩაერთო.

„ლეხის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ კვეკვესკირი ტამაშ კადარის, რაფალ მურავსკის, გერგო ლოვრენჩიჩის, ტიმოტეუშ პუჰაჩის, ლუბიმირ სატკას და ბარტოშ სალამონის შემდეგ გახდა პოზნანელთა ისტორიაში რიგით მეშვიდე ფეხბურთელი, რომელმაც ევროპირველობაზე ითამაშა. სხვათა შორის, გასული სეზონის ბოლოს მას პოლონური სპორტული მედია აკრიტიკებდა და აღნიშავდნენ, რომ სეზონის დასრულებისთანავე ნიკას კლუბიდან გაუშვებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, სამომავლო გეგმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არც თავად ნიკას და არც კლუბის შეფებს არ აქვთ მიღებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მის გარეშე მიზანი მიუღწეველია - Sky Sport-ის სტატია კიტეიშვილზე
მის გარეშე მიზანი მიუღწეველია - Sky Sport-ის სტატია კიტეიშვილზე