დიდიე დეშამი, რანდალ კოლო მუანი
Aa
Aa

დეშამი: „კოლო ჩვენი ჯოკერია“

ბელგიასთან (1:0) მოგებული მატჩის ერთადერთი გოლის ავტორად ზოგიერთი გამოცემა კოლო მუანს მიიჩნევს, ზოგი კი ავტოგოლს იან ვერტონგენს უთვლის. ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვების ბურთი სწორედ მუანის აქტიურობას მოჰყვა და შესაბამისად, ეს მოგება საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის აქტივში უნდა ჩაიწეროს, რომელმაც ეს ფეხბურთელი ცვლილებაზე შემოიყვანა და შესაბამისად, ზუსტად გათვალა, თუ რა სჭირდებოდა მის გუნდს შეტევის გასაძლიერებლად. სწორედ ამას გაუსვა ხაზი მატჩის დასრულების შემდეგ „სამფეროვნების“ დამრიგებელმა.

რა თქვა დეშამმა

მშვენიერი თამაში გამოვიდა, რომელშიც ინიციატივა თითქმის მთელი 90 წუთის განმავლობაში ჩვენ მხარეს იყო. ყველაზე მეტად კმაყოფილი იმ ფაქტით დავრჩი, რომ ბურთის მიღებისთანავე ყველა ფეხბურთელი გადაწყვეტილებას სწრაფად იღებდა, რასაც მეტოქე გუნდის რიგებში სერიოზული დაბნეულობა შეჰქონდა.

რაც შეეხება კოლოს, მისი გოლი ნამდვილად არ გამკვირვებია. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაშში საოცარი ენერგია შემოაქვს და ცდილობს თანაგუნდელებს ისეთი მუხტი გადასცეს, რაც მათ გამოაფხიზლებს. კოლო ჩვენი გუნდის ჯოკერია. არ ვიცი, კიდევ რამდენ მატჩს მოვიგებთ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, თამაშიდან თამაშამდე ფორმის პიკზე გავდივართ და იმედია, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.

დეშამის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 2018 წელს მუნდიალის გამარჯვებული, ოთხი წლის შემდეგ კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანტეს რეკორდი და ვერტონგენის ავტოგოლი - საფრანგეთი 1/-4ფინალშია
კანტეს რეკორდი და ვერტონგენის ავტოგოლი - საფრანგეთი 1/-4ფინალშია