კანტეს რეკორდი და ვერტონგენის ავტოგოლი - საფრანგეთი 1/-4ფინალშია
ევრო 2024-ის 1/8-ფინალში საფრანგეთმა ბელგიას 1:0 მოუგო. პრაგმატულ და არასანახაობრივ მატჩში ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე გავიდა, ცვლილებაზე გამოსულ რანდალ კოლო მუანის აქტიურობის შემდეგ ბელგიელმა მცველმა იან ვერტონგენგმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 1/4-ფინალში საფრანგეთი პორტუგალია-სლოვენიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჟიულ კუნდე დასახელდა.
იან ვერტონგენი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ავტოგოლი გაიტანა, იანი 37 წლისა და 68 დღისაა. ასევე, პირველი ბელგიელია, ვის ანგარიშზეც ევროპირველობაზე ავტოგოლი ფიქსირდება.
დიდ სანაკრებო ფორუმებზე ნგოლო კანტეს დაუმარცხებელი სერია 19-მატჩიანია, რაც ევროპელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია. ბოლო 19 შეხვედრა (13 მოგება, 6 ფრე), რომელიც საფრანგეთმა ევროპის ჩემპიონატსა და მუნდიალზე ჩაატარა და რომელშიც კანტემ მონაწილეობა მიიღო, საფრანგეთი არ დამარცხებულა (პენალტების სერია არ იგულისხმება).